მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელის მრჩეველი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მრჩეველი იურეკ კუჩკიევიჩი საკუთარ Twitter-ის გვერდზე წერს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

მიშელის მრჩევლის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი ჯერჯერობით არ იქნება.

„საქართველოში ბოლოს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ფართო კონსულტაციებს მართავს პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების ჩართულობით, მის გუნდთან ერთად. პრეზიდენტი მიშელი რაიმე კომენტარს ამ ეტაპზე არ გააკეთებს“, - წერს იურეკ კუჩკიევიჩი.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის - ჯიმ რიში

✅„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს 19 აპრილის ხელშეკრულებას“ - ევროპარლამენტარი საქართველოში ჩამოდის