მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემდეგი ნაბიჯი მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება“ - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარის შეფასებით, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო.

ევროპალამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს გამოეხმაურა.

ევროპარლამენტარის თქმით, კარგია, რომ ყველა პარტნიორი პირობას ასრულებს.

„შემდეგი ნაბიჯი ბატონი ნიკა მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ“, - წერს ტვიტერის პირად გვერდზე ვიოლა ფონ კრამონი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩაურიცხა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ამავე თემაზე:

✔️ ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე

✔️ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა

✔️ „ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია“ - ადვოკატი