მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შემოვედი იმისთვის, რომ ამ დარბაზიდან სათითაოდ გაგიყვანოთ, ტყვეობიდან ხართ დასახსნელი“ - ნიკა მელია

მელია პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მისი პარლამენტში შესვლის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ოლიგარქის ტყვეობიდან არიან დასახსნელი“.

„ერთადერთი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ეს არის მკაფიო ამოცანა, რომ რაც შეიძლება მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეძლება მცირე ვადით, შეურაცხყოფად არ მიიღოთ, ნაკლებად დაგაფრთხოთ.

მაგრამ ამ დარბაზის დატოვებას ვაპირებ თქვენთან ერთად. მე შემოვედი აქ იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან, ამის შემდეგ კი საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციითა, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიულ კანტორად.

დღეს ჩემ ხელმარცხნივ რა ხალხი და რა საზოგადოებაც სხედხართ, გულის სიღრმეში მეთანხმებით. მაგრამ თუკი საჯაროდ ხელოვნური, ცინიკური პასუხებით გადიხართ ხოლმე ფონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა გულწრფელად ესაუბრებით თქვენს მეგობრებს, არ აცნობიერებთ, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული ერთი ადამიანის მიერ.

თქვენ ხომ კარგად იცით, რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით და თქვენ პოლიტიკურად თქვენ კაპიტალი არ გაქვთ. მე არ ვამბობ იმას, რომ თქვენ ეს გინდოდათ. თქვენ მაინც აღმოჩნდით ტყვეობაში. როცა გიყურებთ, არ მჯერა, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში შეიძლება დაიბადოს, გაიზარდოს და იყოს ოლიგარქის უსიტყვო მორჩილებაში. თქვენ ხართ ტყვეობიდან დასახსნელი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

განხილვას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ალეკო ელისაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 კითხვით მიმართავს

⭕ „ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს

⭕ „ოკუპანტი იჯდა საქართველოს პირველ სავარძელში და თქვენ მელია დასაჯეთ“ - თაკო ჩარკვიანი