მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

„შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას იმუშაონ ერთად, რომ ხელი შეუწყონ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - წერს ნედ პრაისი.

ინფორმაციისთვის, 28 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

🔴 „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

🔴 ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია

🔴 შარლ მიშელის მრჩეველი 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება