მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეუძლებელია, რაც გაკეთდა ან არ გაკეთდა გიორგი გახარიას ჩამოჰკიდოთ“ - კახა ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი

„შეუძლებელია, რაც გაკეთდა ან არ გაკეთდა გიორგი გახარიას ჩამოჰკიდოთ,“ - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ ექსპრემიერის, ამავე პარტიის თავმჯდომარეზე საუბრისას განაცხადა.

ქემოკლიძის თქმით, რაც გაკეთდა ან არ გაკეთდა, ყველაფრის „გახარიასთვის ჩამოკიდება“ არაპრაქტიკული შეფასებაა.

„გიორგი გახარია ხელისუფლებაში სხვადასხვა პოსტზე იყო 8 წლის განმავლობაში. არ დაგვავიწყდეს, რომ რეალურად 2012 წლის შემდეგ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკა შინაარსშივე გულისხმობს, რომ ეს არ არის 2003 წლიდან პირობითად 2012 წლამდე, ცენტრალიზებულ ვერტიკალურ მმართველობაზე დაფუძნებული მენეჯმენტი, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, როდესაც თავად მენეჯმენტი იყო ეკლექტური, იყვნენ მსხვილი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც მუშაობდნენ, მაგრამ შეუძლებელია რაც გაკეთდა ან არ გაკეთდა გიორგი გახარიას ჩამოჰკიდოთ. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე არაპრაქტიკული შეფასება.

სუბიექტურად, კახაბერ ქემოკლიძის აზრით რატომ უნდა ენდოს მოსახლეობა იცით? ისევე როგორც გიორგი გახარია და ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი, სადაც კი მუშაობდნენ კითხვა არ გაჩენილა მათი კომპეტენციის, კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმის კუთხით“, - აღნიშნა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.