მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეურაცხყოფილი ვარ როგორც მოქალაქე“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

„ისტორიული სირცხვილი და უბედურება არ დაგვატყდეს თავს, ამას ვერავინ ვერ ზიდავს და ჩამოირეცხავს“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ფეისბუკ“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ის აღნიშნავს, რომ შეურაცხყოფილია, როგორც მოქალაქე.

„დრო წარმოუდგენლად იწელება, ვღელავ... უკიდურესად... ისტორიული სირცხვილი და უბედურება არ დაგვატყდეს თავს, ამას ვერავინ ვერ ჩამოირეცხავს და ვერ ზიდავს ამ დიდ სირცხვილს, ეს წარმოუდგენელი ამბავია, მოშიმშილე პატიმარს ფანჯრები ამოუქოლეს და კულტურის მინისტრი დასცინს (ჩვენ ყველას დაგვცინის) და ეუბნება დაჭერილ პრეზიდენტს: „გამოიხედე, რამდენი ვართო“, შეურაცხყოფილი ვარ როგორც მოქალაქე.

ამათ ერთი დიდი ხალხის ტალღით გადარეცხვა მოუხდებოდათ, ამ „სადისტებს“ როგორც ნახირი ისე უნდა გადადენო ჩვენი ყველას შეურაცხყოფისთვის!“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება“ - თაკო ჩარკვიანი

✅„ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

✅„მიხეილ სააკაშვილი ექიმების დახმარებაზე უარს აცხადებს“ - უკრაინელი ექიმი