პოლიტიკა

შევიტყვე ხმების შესახებ, რომ თითქოს გახარიას პარტია ჩემი „პროექტია“ - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი Pia.ge
1623049898
დაკოპირებულია

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მისი პროექტი არ არის. ამის შესახებ ივანიშვილმა 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.

როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას მუდმივად ეცნობა.

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახარიას პარტია მისი პროექტია, ბიძინა ივანიშვილი სიცრუეს უწოდებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

„პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.

გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

„ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914274

„აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებისას მხარეებისგან მოვისმინე, რომ იყო რუკების და ტყვეების პრობლემა, შუამავლის როლის შესრულების ინიციატივა ჩემს თავზე ავიღე, ჩემივე ინიციატივით მოხდა ამერიკელი კოლეგების ჩართვაც, ფილიპ რიკერის ვიზიტი ამ ინიციატივის გამოძახილი იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914078

„ჩვენ ვიყავით მართლაც გამორჩეული ერი და გამორჩეული ჯარი, როდესაც ჩართული ვიყავით ავღანეთის მისიაში; აქვე მინდა, მწუხარებით აღვნიშნო, რომ ჩვენი 32 გმირი დაიღუპა ავღანეთში, ძალიან ბევრი დაიჭრა, დიდება ჩვენს გმირებს და მათ ოჯახებს მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სრული სოლიდარობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631913500

„ბევრ პრობლემაზე და შეუსრულებელ საქმეზე ხშირად მიწევს განმარტების გაკეთება. ერთს შევახსენებ ყველას და თავს არ ვარიდებ, 4 წელი მე არ ვიყავი პოლიტიკაში, თანამდებობიდან წავედი 2015 წლის დეკემბერში, 2016-2017-2018 და 2019 წლის სექტემბერში დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. რაც გავაკეთე ჯარში ყველამ ნახეთ, ვიმუშავეთ ბევრი. რაღაც პრობლემები, რაც მოუგვარებელი იყო, მათ შორის მეგის ქარდავას ჩამოყვანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, ამაზე მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, ვაცხადებ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ეს განვაცხადო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631912987
ასუსტებს თუ არა ვაქცინა
იმუნიტეტს

ირაკლი ღარიბაშვილი - 3 მილიონზე მეტი ვაქცინაა...

„პლაგიატობა, ანუ ყვარყვარიზმი გაუგია გახარიას რა არის? სხვისი გაკეთებულის მიკუთვნება და მისაკუთრება“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში ვაქცინები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად შემოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ ლექ...

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ მისი გარდაცვალება გამოიყენეს პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილზე -...

„თავდაცვის სამინისტროდან ათეულობით მილიონი დოლარი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არის გადარიცხული და დღემდე არსებობს 300 მილიონამდე ოფშორული კომპანიების დებიტორული დავალიანებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის საქმეზე - ჩ...

„ჩვენ ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ადამიანს არ უმტკიცდება დანაშაული და მის განცხადებასა და მოწოდებაში არ იკვეთება კანონდარღვევა, როგორ დავაკავებთ?!“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისის საქმის გამოძიების შეფასებისას განაცხადა.