მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შევიტყვე ხმების შესახებ, რომ თითქოს გახარიას პარტია ჩემი „პროექტია“ - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი Pia.ge

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მისი პროექტი არ არის. ამის შესახებ ივანიშვილმა 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.

როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას მუდმივად ეცნობა.

გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი გახარიას პარტია მისი პროექტია, ბიძინა ივანიშვილი სიცრუეს უწოდებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

„პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.

გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

„ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი