პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა
მინისტრმა ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
პრეზიდენტთან შეხვედრა
გამართა
1627461830
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების შესახებ.

ვახტანგ გომელაურმა რიკ დემსს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული
პროცესების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროპის საბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ბევრ პრობლემაზე და შეუსრულებელ საქმეზე ხშირად მიწევს განმარტების გაკეთება. ერთს შევახსენებ ყველას და თავს არ ვარიდებ, 4 წელი მე არ ვიყავი პოლიტიკაში, თანამდებობიდან წავედი 2015 წლის დეკემბერში, 2016-2017-2018 და 2019 წლის სექტემბერში დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. რაც გავაკეთე ჯარში ყველამ ნახეთ, ვიმუშავეთ ბევრი. რაღაც პრობლემები, რაც მოუგვარებელი იყო, მათ შორის მეგის ქარდავას ჩამოყვანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, ამაზე მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, ვაცხადებ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ეს განვაცხადო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631912987

„პლაგიატობა, ანუ ყვარყვარიზმი გაუგია გახარიას რა არის? სხვისი გაკეთებულის მიკუთვნება და მისაკუთრება“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში ვაქცინები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად შემოვიდა.

1631912482

„ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე - შარიანი ბავშვები თქვენ თუ გინახავთ ბავშვობაში, უბანში, მეზობლად, როდესაც აგებს ყოველთვის, მაგრამ ჟინიანობს, არ აღიარებს შედეგებს, მანამ სანამ არ მოიგებს და ვერ მოიგებენ, იმიტომ, რომ ხალხი არ დაუშვებს ამას - აგებენ და წააგებენ ყოველთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631912247

„მე პირადად მოვიარე 63 მუნიციპალიტეტი და პირადად წარვადგინე ჩვენი მერობის კანდიდატები. ყველგან ვიყავი ჩასული. ძალიან მაგარი განწყობაა იმ მიმართულებით, რომ ჩვენი პარტია და პარტიული აქტივი არის ძალიან მობილიზებული და ამ მიმართულებით ძალისხმევა არ მოვაკელით. ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს და ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

1631911817
თავდაცვის მინისტრი SNGP-ის
საინფორმაციო შეხვედრაზე
სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალური ზრდ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე...

„კახა კალაძე აიღებს ორჯერ მეტ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია და ნიკანორ მელია აიღებს ორჯერ მეტ ხმას ვიდრე გიორგი გახარია. მერობის კანდიდატი მესამე ადგილისთვის, რომ იბრძვი აპრიორი, ოლიმპიადაა თუ რა არის? ბრინჯაოს მედლისთვის რატომ უნდა იბრძოლო ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექ...

„რეალურად, „ქართული ოცნების“ დროს ყველა კრიზისი შექმნა გახარიამ, ყველა კრიზისი, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მ...

„როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?! ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.