მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შიშის ფაქტორი მუშაობს, 300-500 ლარიანი სამსახური აქვს ადამიანს და იმის დაკარგვისაც ეშინია“- გია ბუღაძე

გია ბუღაძე

„არცერთი ინსტიტუცია არ ფუნქციონირებს, ერთადერთი რაც მუშაობს და ვერ აკონტროლებენ, ეს არის თავისუფალი რამდენიმე მედია“, - აღნიშნულის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა.

ის, დღევანდელ ოპოზიციის კანდიდატებს დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ შესაძლებელია სამომავლოდ კოალიციური მთავრობის მიღება.

„სიტყვა ხომ ყველაფერია? სიტყვაზე დგას ყველაფერი. თუ დამოუკიდებელ სიტყვას მოკლავ, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად აკონტროლებ ყველაფერს. ადამიანი დამოკიდებულია მატერიალურ საშუალებებზე, ყველგან ისე გააკეთეს, რომ გაგვხადეს მონა.

შიშის ფაქტორი მუშაობს. 300-500 ლარიანი სამსახური აქვს ადამიანს და იმის დაკარგვისაც ეშინია, იმიტომ რომ დამოკიდებული ხარ, გადმოგიგდებს 20 ლარს, 10 ლარს და დამოკიდებული ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაქვს თავისუფლად აზროვნების უნარი. ბიძინას გარშემო და მასთან ნამდვილი პოლიტიკოსები არ არიან, მათ ერთი ამოცანა აქვთ, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება შეინარჩუნონ და ეს საწყალი ქვეყანა გაძარცვონ“, - განაცხადა გია ბუღაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ზაზა გახელაძეს ვურჩევდი, ხვალვე დიდი მადლობა გადაუხადოს ლექსოს, მის საფლავზე გაიტანოს ყვავილები“ - გია ბუღაძე