მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შს მინისტრის მოადგილემ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან ჯონ მანზასთან ვიდეოკონფერენციის ფორმატით შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობას. კახაბერ საბანაძემ ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში საზღვაო სურათის აღქმის გაუმჯობესების მიმართულებით საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) როლზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების პროცესის მიმდინარეობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. შეხვედრის დასასრულს, კახაბერ საბანაძემ ჯონ მანზას მადლობა გადაუხადა ალიანსის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.