მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სკაიპით“ რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ „სკაიპით“ შესაძლებელი იქნებოდა ბავშვების გაკეთება, ემიგრანტები უნდა დავაბრუნოთ - ანზორ მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ანზორ მელია Pia.ge

„ზუგდიდის მერიაში ვინც ღირსეულია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ყველანი დარჩებიან და, ასევე, შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისაგან მერია“, - ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ ქალაქში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, რომ თითოეული მოქალაქის მეგობარი იქნება და მრავალ პროექტს განახორციელებს.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი ქართველი გასულია ემიგრანტად ქვეყნიდან, ბავშვები იზრდებიან დედის გარეშე, მშობლის სითბოს გარეშე, დედის სუნის გარეშე, „სკაიპით“ რომ შეიძლებოდეს ბავშვების გაზრდა, მაშინ „სკაიპით“ შესაძლებელი იქნებოდა ბავშვების გაკეთება, ჩვენ ღირსეულად უნდა დავაბრუნოთ ეს ხალხი საქართველოში და შევუქმნათ საჭირო პირობები.

პენსიონერებს უნდა გავუზარდოთ პენსია, მოსწავლეებს სკოლებში უფასო საკვები, ხმა მომეცით, 30-ში მოდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ ამათი ზეწოლის. მინდა საქართველო გამარჯვებული და გაბრწყინებული ვნახო, მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი, როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი არის მუდმივად ჩართული, ,ასევე, იქნება მერი ანზორ მელიას ტელეფონი ჩართული“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ისტორიის ის ფურცელი, როდესაც არჩევნები არის ცემა-ტყეპა, უნდა დაიხუროს“ - ელენე ხოშტარია

✅უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ მკურნალობაზე, ანალიზებსა და შემოწმებებზე - მიხეილ სააკაშვილი

✅„პერსონალურ წყენებზე მაღლა უნდა დადგნენ ყველა, იმიტომ რომ ქვეყნის გადარჩენაზე და ცივილიზებული სამყაროს ნაწილად დარჩენაზეა აქ საუბარი“ - ნინო ბურჯანაძე