მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია მოაწყო

ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ გაიმართა.

მდუმარე აქცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა და მას ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად დაესწრო.

„ეს დღე უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გახლავთ ძალიან ბევრი ადამიანური ტრაგედიის, ტკივილის, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის სიმძიმის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დღე. ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენგურის ხიდთან სიმბოლური აქცია მოაწყო სლოგანით: „ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები“, ამით ჩვენ, ჩვენს აფხაზ და-ძმებს ვუწვდით სიყვარულის, მეგობრობის ხელს და ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენი თანაცხოვრება, ერთიანობა გარდაუვალი პროცესია და ჩვენ ერთად გამთლიანებული საქართველოს ნათელ მომავალს შევქმნით,“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, მშვიდობიანი პოლიტიკით, ერთიანობითა და ქვეყნის თანმიმდევრული განვითარებით შესაძლებელია აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად თანაცხოვრება ერთიან საქართველოში.

„უმძიმესი თარიღია, თითოეული ჩვენგანისთვის. თუმცა ეს დღე უნდა გვახსოვდეს დიდს, პატარას, ყველას, მთელ ქვეყანას. ამავდროულად უნდა ვიცოდეთ, რომ სწორი და გონიერი პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად, ყველა ტკივილის, ყველა წყენის დავიწყებას და მშვიდობიან ურთიერთთანაცხოვრებას ერთიანი საქართველოს ფარგლებში,“ - განაცხადა მამუკა წოწერიამ.