პოლიტიკა

სოზარ სუბარი - სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი თბილისში, წლების განმავლობაში დაგროვილ სამშენებლო პრობლემების მოგვარებას შეეხება

რეგიონული პოლიტიკის
კომიტეტი მიზანშეწონილად
მიიჩნევს მაღალმთიანი
სტატუსის მქონე
მუნიციპალიტეტებს მიეცეთ
შეღავათი სატენდერო
პროცედურების
გამარტივებაზე
1623410565
დაკოპირებულია

„თბილისში არსებობს ათეული წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა - 12 ათასი ობიექტი, რომლებიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ამ 12 ათას ობიექტში ცხოვრობს რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი თანამოქალაქე, იქ ცხოვრობენ თაობები, იბადებიან, იზრდებიან, თუმცა, მათ უძრავ ქონებას ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ შენობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული“ - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უაზრობაა ასეთ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები და მომავალშიც გამორიცხავს მსგავსი სამშენებლო პრობლემის დაგროვებას, რადგან კანონის მიღების შემდეგ ექსპლუატაციის საკითხი კანონის მკაც ჩარჩოში მოექცევა.

„თბილისში, ასეთი ობიექტი არის 12 ათასი, აქედან 6 700 არის საცხოვრებელი, დანარჩენი კომერციული ფართია. წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარებას შეეხება ეს საკითხი და აქ უაზროა პოლიტიკური სპეკულაციები, იმიტომ, რომ საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე. დაგროვდება თუ არა მომავალში მსგავსი პრობლემები? არ დაგროვდება რადგან პრევენცია უკვე ჩადებულია სწორედ იმ კანონში, რომელსაც დღეს ვიღებთ. ეს კანონი განსაზღვრავს, რომ ვიდრე შენობა ექსპლუატაციაში არ იქნება მიღებული, იქ ვერ შევა კომუნიკაციები, შესაბამისად მოქალაქეები იქ ვერ იცხოვრებენ. ეს არის გამორიცხული, მაგრამ, დღეს უნდა დავეხმაროთ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.