პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დევნილთა დახმარების მიმართულებით გასატარებელ რეფორმაზე სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ

დევნილთა დახმარების
მიმართულებით გასატარებელ
რეფორმაზე სახელმწიფოს
აღებული აქვს ვალდებულება,
რომელიც უნდა შევასრულოთ
1623674261
დაკოპირებულია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNHCR) ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოში სალომე ქუსიკაშვილს და იოჰან ფრანცს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს მათ შორის, ეს ეხებოდა როგორც თავშესაფრის მაძიებელ პირთა ასევე, დევნილთა მიმართ გასატარებელ სოციალურ პოლიტიკას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საჭიროა გარკვეული სერვისების მიწოდება ხდებოდეს მუნიციპალიტეტებში და ამ პროცესში უფრო მეტად ჩაერთონ თვითმმართველობები.

„რეფორმა, რომელიც სახელმწიფომ დაიწყო შეჩერებულია. ჩვენ უნდა შევასრულოთ ის ვალდებულება რომელიც სახელმწიფოს ჯერ კიდევ 2008 წლიდან აქვს აღებული თუმცა, დღემდე ვერ მოხერხდა რეფორმის გატარება.

ასევე, მნიშვნელოვანია თავშესაფრის მაძიებელ პირთა სოციალური დახმარების მიმართულებით, გარკვეული სერვისების მიწოდება ხდებოდეს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში ამ პროცესში უფრო მეტად ჩაერთონ თვითმმართველობები. არ ხდებოდეს ყველაფრის ცენტრალიზებულად მართვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარტია გირჩის ლიდერი 2020

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გ...

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

1628013814

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათ მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628011091

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628010128
„დღეს პატრიოტიზმი და
ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე
გადის“

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გ...

„დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა ვაქცინაციაზე გადის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

1628009494
„ნაცმოძრაობა“ და გახარიას პარტია „საქართ...

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებ...

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე: კვლევების გაყალბება პი...

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.