პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს

სუბარი ბრიფინგზე
1624190567
დაკოპირებულია

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირველადი გეგმა, დეტალებზე მთავრობასთან ერთად მუშაობა გაგრძელდება.

„მთავრობამ წარმოადგინა ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა, ეს არის პირველადი გეგმა, დეტალებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რომ სექტემბრიდან საბოლოო სახე მიიღოს. გეგმა პრაქტიკულად მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა ასპექტს, განათლების რეფორმა, ჯანდაცვაში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება, სივრცითი მოწყობა, კონფლიქტებთან დაკავშირებით რა პოლიტიკა უნდა გავატაროთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისკენ და ა.შ.

გეგმა პრაქტიკულად მოიცავს ყველა რეგიონს და მუნიციპალიტეტს, მათ შორის გამოვყოფ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 2030 წლისთვის სრულად უნდა დასრულდეს საქართველოს ყველა ცენტრალური და სოფლის გზის გაკეთება. 2025 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელს უნდა ჰქონდეს 24 საათიანი წყალმომარაგება. იგივე შეეხება გაზიფიცირებას. პრაქტიკულად წარმოდგენილი იყო სრული სურათი. დარწმუნებული ვარ, ეს არის გეგმა, რომელიც აუცილებლად შესრულდება“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბოლო სამი თვეა, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დადებითი ტენდენციებია.

„ბოლო სამი თვეა, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით ძალიან დადებითი ტენდენციები წამოვიდა. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მიერ წარმოდგენილი იყო გეგმა, რომელიც იმედს გვაძლევს რომ ეს ტემპი არ იქნება მცირე ვადიანი და გაგრძელდება როგორც მიმდინარე, ისე უახლოესი 10 წლის განმავლობაში. უახლოესი 10 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ბუნებრივია აისახება სიღარიბის დაძლევაზეც და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

1628002812

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1628002471

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

1628001973

„კვლევების გაყალბება პირველ რიგში უზრუნველყოფს საზოგადოებაში არასწორი განცდების შექმნას, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოება ამით აღარ ტყუვდება“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ IRI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

1628001763
საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ გა...

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედ...

„უნდა ვიხელმძღვანელოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია არამტრული რეჟიმი რუსეთთან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბელორუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ხე...

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ბელარუსიდან გაქცეულ ადამიანებს დახმარებას უწევდა, უკრაინის დედაქალაქ კიევში გარდაცვლილი იპოვეს. მისმა მეგობრებმა განაცხადეს, რომ მას უცნობი ადამიანი აედევნა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაო...

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს იყიდის, რადგან ხალხს უჭირს.