მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი: დიახაც ავიღებთ დაფინანსებას

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ დაფინანსებაზე უარს არ ამბობს. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, დაფინანსების მიღებაზე ბევრმა პარტიამ განაცხადა თანხმობა.

„დაფინანსების აღება და პარლამენტში შესვლა - ეს ორი სხვადასხვა საკითხია, რადგან პარლამენტში საქმიანობისთვის სხვა დაფინანსებაა და ზოგადად ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისთვის - სხვა.

სამწუხაროდ საქართველოში სხვა დაფინანსების მექანიზმი არ აქვთ, გარდა „ქართული ოცნებისა“, რადგან მას სხვა შემოსავლები აქვს“,- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶 ჯაფარიძე: საბიუჯეტო დაფინანსების აღება ბოიკოტის რეჟიმში - ნონსენსია

🔶 ინაშვილი: იმ ირმა ინაშვილს რა ვუთხარი, არჩევნებს რომ აღიარებს და პარლამენტში შევა

🔶 ანა დოლიძე ოპოზიციაზე: აიღონ პარტიების დაფინანსება და პანდემიით დაზარალებულებს დაეხმარონ