მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სულით და გულით იდეურად ვუერთდები ამ პროტესტს“ - მეგრელიშვილი ოპოზიციის აქციაზე

გირჩის წევრი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება. 

რაც შეეხება თავად მის მონაწილეობას თავისუფლების მარშში, ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ფიზიკურად არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა იდეურად, სულით და გულით უერთდება.

მეგრელიშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა დიდი შეცდომა ჩაიდინა მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააპატიმრა.

„ქართულმა ოცნებამ“ დიდი სისულელე ჩაიდინა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერით და ამას ვლაპარაკობდით ამ მოქმედებამდე დიდი ხნით ადრე, ვეუბნებოდით, რომ ეს კატასტროფა იქნებოდა იმ თვალსაზრისით რომ შემდგომ მოლაპარაკება შეუძლებელი გახდებოდა.

ძალიან ზუსტად ახდა ეს ამბავი პრემიერ-მინისტრის გადადგომით. რა თქმა უნდა ჩვენ სრულად ვუერთდებით პროტესტს იმის შესახებ, რომ არ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლება არჩევდეს მისთვის სასურველ ოპოზიციებს.

განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარის დაჭერა მაშინ როდესაც სასამართლო არ გაქვს, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ ახსნა და ეს ვერ იხსნება. აქცია მოვა ჩვენს ოფისთან, ჩვენი ოფისი არის პარლამენტის შენობასთან ახლოს რუსთაველზე, შესაბამისად ჩვენები ჩავლენ, მაგრამ ასე ორგანიზებულად „გირჩი“ მივდივართ დანარჩენი ოპოზიციის მხარდასაჭერად, მათ გვერდიგვერდ რაღაცის საყვირლად, ეს ასე არ იქნება.

იმიტომ რომ ოპოზიციას არ აქვს ჩვენთან ის ურთიერთობა, რომ ასე მარტივად მივიდეთ და მათთან ერთად მარშით ვიაროთ. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ჩავა და მიიღებს მონაწილეობას ფიზიკურად მონაწილეობას, მე სულით და გულით იდეურად ვუერთდები ამ პროტესტს, იმიტომ რომ სიგიჟე მოხდა ქვეყანაში და ვაპროტესტებ“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მხარდასაჭერად გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.

13:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას, სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გამართავენ.

✔️ „ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუაცია შესაცვლელი და საჭიროა რიგგარეშე არჩევნები, დღეს აქციაზე უნდა მოვიდეს“ - უგულავა

✔️ „პოლარიზაცია აზიანებს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“ - კალაძე