მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თაკო ჩარკვიანი: ახლა თუ მიხვდა ზოგიერთი დუპლეტი და დუპლეტკა, რატომ უნდა გვეჩქარა

კანონი და სამართლის დამფუძნებელი

„ახლა თუ ხვდება ზოგიერთი ამბიციური დუპლეტკა, რატომ ავიჩემეთ ადამიანებმა, რომ რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ფართომასშტაბიან აქციას, აჯობებსთქო,“ – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„არასოდეს გამიჟღერებია ცრუ ინფორმაცია. განცხადება - ბრიფინგიც გავაკეთე კლავენ კაცს და ჩქარა დროულად ვიმოქმედოთ თქო, არაო 4 დღის მერეო, კვდება კაცი .... რა საზიზღრობაა ცრუს სხვაც, რომ ცრუ ჰგონია,
აზიანებს დიდ საქმეს თორემ.....

„სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს“- აცხადებს ექიმი.

...ახლა თუ ხვდება „ზოგიერთი“ ამბიციური დუპლეტკა, რატომ ავიჩემეთ ადამიანებმა, რომ რაც უფრო ადრე გავაკეთებთ ფართომასშტაბიან აქციას აჯობებს თქო, იძახოს ახლა „ზოგიერთმა აღზევებულმა მდაბიომ“ არა 10, არამედ 14 ჯობია, კაცი შიმშილობს და როგორ ჯობია დალოცვილო დაგვიანება, ამ დრომდე აქცია ვერ გააკეთეს, ვაი ჩვენი, ქვეყნის პატრონს ამდენი ტუტუცის ამბიციურის ხელში....

აქ მდაბიო სტატუსებით ძალიან „ქაჯურ“ ჭორაობას (ვისაც ეხება) გაერთიანებისთვის და დროული დიდი აქციისთვის მოგეწოდებინათ, ახლა თუ მიხვდა „ზოგიერთი“ დუპლეტი და დუპლეტკა „რატომ უნდა გვეჩქარა?! ირბინეთ ახლა გაყალბებული მეორე ტურებისთვის!!! დაეჯინეთ დაჭერილ დევნილ კაცს!“ - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის მესამე პრეზიდენტის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საავადმყოფოში დამძიმდა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

ამავე თემაზე:

✅„ენა დაიმოკლოს ყველამ ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, რომ მიშა კურდღელია“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

✅„სააკაშვილი ციხეში იგივეა, ღამე ბალიშის ქვეშ ამოიდო გახსნილი „ლიმონკა“ და ისე დაიძინო“ - გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

✅„იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რაც განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ“ - მელია 14 ოქტომბერს აქციას აანონსებს