მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

საბურთალოზე მაჟორიტარობის კანიდატი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა.

„იცით გადაწყვეტილება ბოიკოტთან დაკავშირებით, ძალიან მყარად ვეყრდნობოდი ამ ბოიკოტს, რომელიც ხელმომწერთა ჯგუფმა შეცვლა პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტი იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც აღარ არის.

მრავალპარტიული გახდა პარლამენტი. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებას კომფორტის ზონა არ ჰქონდეს, რაც უფრო კომფორტულ ზონაში იქნებიან ეს ხალხისთვის უფრო კარგია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, ჩარკვიანმა დეპუტატის მანდატი სტრატეგია „აღმაშენებლის ბლოკით“ მოიპოვა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „პარლამენტში საქმის საკეთებლად შევდივართ“ - რომან გოცირიძე

✔️ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ (ვიდეო)

✔️ ბექა დავითულიანი „ნაცმოძრაობაზე“ - დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასევე მოუწევთ პოზიციის შეცვლა და მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა