მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე C ჰეპატიტის პროგრამაზე: გვეამაყება, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადავარჩინეთ

თალაკვაძე ცე ჰეპატიტის საერტაშორისო დღის ღონისძიებაზე

„სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორის, სამედიცინო საზოგადოების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ჩვენ ეს შევძელით და გვეამაყება, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადავარჩინეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. თალაკვაძის თქმით, დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია.

„28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა! 2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეუნარჩუნა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, დაავადებისგან უკვე განიკურნა 65 000-ზე მეტი ადამიანი და ამჟამად მკურნალობაში ჩართულია 70 000 მოქალაქე, მათ შორის პაციენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყებად ჩვენი არგუმენტები იყო უბრალო - ვირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის, ეს იყო სასიცოხლოდ აუცილებელი მკურნალობა; ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი! თუ სახელმწიფო აფინანსებს გზებს და ახალ შენობებს, აფინანსებს სოფლის მეურნეობას და თავდაცვას, ყიდულობს მანქანებს საჯარო მოხელეებისთვის - რატომ არ შეუძლია მოიძიოს მან ფული ადამიანების მკურნალობისთვის?! მაშინ ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ფული, მაგრამ გვქონდა რწმენა, რომ ამ პროგრამის დაწყებას შევძლებდით.

სახელმწიფოს და სამოქალაქო სექტორის, სამედიცინო საზოგადოების და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ჩვენ ეს შევძელით და #გვეამაყება, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადავარჩინეთ. 2014 წლამდე C ჰეპატიტი იყო ნელი სიკვდილისა და სასოწარკვეთის დიაგნოზი. დღეს უკვე მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომია და განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მაღალია“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.