პოლიტიკა

თალაკვაძე: ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ

პარლამენტის თავმჯდომარე
2020
1604508031
დაკოპირებულია

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა მათ უთხრა, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და თავისთავად, ანომალიაა, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მას არ უნდა იყოს ოპოზიცია და როდესაც ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დემოკრატიული ვერ იქნება არჩევნები, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ არჩევნებში, ეს არის ზუსტად იმის საწინააღმდეგო, რასაც დღეს მათ პარტნიორები ეუბნებიან“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლისკენ, ოპოზიციას, მოუწოდებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებაც.

„ვთქვათ, მათ არ სჯერათ თავისი ოპონენტი პარტიის, „ქართული ოცნების“, მათ ასევე არ სჯერათ დასავლელი პარტნიორების, ლიდერების, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ოპოზიციას, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში, შეასრულონ ოპოზიციის ფუნქცია, მათ აქვთ დღეს მეტი ბერკეტები, აქვთ დაფინანსება და აქვთ შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ოპონირება გაუწიონ მმართველ პარტიას. მათ შორის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებაც, რომელსაც ვერანაირად ვერ დასწამებთ, რომ ისინი არიან ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი მხარდამჭერები, დღეს ეუბნება ოპოზიციას, რომ თქვენ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და შეასრულოთ დაკისრებული ფუნქცია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

📌 ცნობისთვის, არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🔴 ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა - ვიდეო

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.