მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, დემოკრატიულ არჩევნებზე და მის შედეგებზე თავდასხმა რუსულ ინტერესებს ემსახურება

თალაკვაძე, თავმჯდომარე

„დღეს როდესაც ვხედავთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზე და მის შედეგებზე თავდასხმას, ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„არჩევნებამდე ჩვენი პარტნიორები როგორც ევროკავშირიდან, ასევე, აშშ-დან გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ექნება რუსეთის ფედერაციას ჩარევის სურვილი და ჩარევის მცდელობები.

დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, არჩევნების შედეგებზე თავდასხმას, დღეს როდესაც ვხედავთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და მის შედეგებზე თავდასხმას, ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს, ვინაიდან თავდასხმა საქართველოს დემოკრატიაზე და საქართველოს არჩევნების შედეგების ბოიკოტირება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად, ვინც ამ სცენარს ემსახურება და მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ის არის რუსეთის ინტერესების მოკავშირე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

📌 ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

📌 არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.