მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას“ - ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი Pia.ge

„პარტია „ლელოს“ აქვს ბოღმა, რადგან არ ესმის, რატომ უნდა დაიყვანო ამხელა რეფორმა იმაზე, თამარ ჟვანია წავა თუ არა პოსტიდან“ - ამის შესახებ განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია განაწყენებულია იმით, რომ მართლა საშვილიშვილო რეფორმა შეიმუშავა მისმა პარტიამ, სანამ თავად პარლამენტს გარეთ იყვნენ.

„ხვდებიან, რომ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ, საარჩევნო რეფორმა ყველა დეტალშია გავლილი და მართლაც ისტორიული რეფორმაა მომზადდა.

ამაზე გული სწყდებათ, მაგრამ მოდით, ძალიან მნიშვნელოვანს ნურავინ დააზიანებს. თამარ ჟვანიას დაჩემებით და ამ საკითხზე შეჩიჩხინებით, მართლაც, რევოლუციურ და ამბიციურ საარჩევნო რეფორმას ნუ დააზიანებენ.

თუ ვინმე შეთანხმებას გულმოდგინედ წაიკითხავს, ნახავს, რომ ცესკო-ს სამივე დონეზე ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდება და აღარ დარჩება თამარ ჟვანიას ადგილი, მაგრამ ამ საკითხზე დახვევით, მეჩვენება, რომ საარჩევნო პროცესის შეფერხება უნდათ, რადგან ხვდებიან, რომ ჩვენ, „მოქალაქეები“ რის გამოც შემოვედით პარლამენტში და დიდი რეფორმა გავატარეთ, ამაზე შესაძლოა ცოტა ბოღმა აქვთ, ეს ბოღმები გვერდზე უნდა გავწიოთ“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, „ლელოს“ აქვს ბოღმა, რადგან მას არ ესმის, რატომ უნდა დაიყვანო ამხელა რეფორმა იმაზე, თამარ ჟვანია წავა თუ არა პოსტიდან.

„თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე. ყველას ვთხოვ, ემოციები მოთოკონ და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს“ – განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ყოველ 26 მაისს გამოიტანენ პლასტმასის ბუტაფორიას, დადებენ და არის დათქმა, რომ „აი ახლა დაიწყება წარმოება“ - ელისაშვილი თავდაცვის მინისტრს

✅„ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდა და საწვავის ფასები კოსმოსში მიფრინავს“ - ელისაშვილი

✅„უგულავა აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსია, არარაობაა ჩემთვის“- ალეკო ელისაშვილი