მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: ვფიქრობ, IPSOS Global დღეს შენი ისტერიული ფონის მოსახსნელად შენთვის სასურველ ციფრს დასვამს, ხოდა ,ნერვებს თუ ასე მაინც იმშვიდებ, გაერთე და ითამაშე შენივე სტუდიაში

საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი pia.ge

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „მთავარ არხზე“ გამოქვეყნებულ Ipsos Global-ის კვლევას ეხმაურება, რომლის გავრცელება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა და რომლის თანახმად კახა კალაძეს ხმების - 51,6%, ხოლო ნიკა მელიას - 48,4% აქვს.

„150 000-ზე მეტი ადამიანი იდგა დღეს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდ, ნიკა! მესმის, შეგშალა და წაგშალა ამდენი ადამიანის ჩუმად ნათქვამმა „არამ“ იმ ძალის მიმართ, რომელსაც მილიონებთან ერთად უამრავ ძალისხმევას ახმართ და ვერა და ვერ ახდენთ მის პოლიტიკურ რეინკარნაციას. გაიაზრეთ - დღევანდელი დღე იყო ხალხის პასუხი იმაზე, რომ თქვენი დრო წავიდა! დიახ, იმ ხალხის პასუხი შენ, რომ ბიომასას უწოდებ!

ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა! ამ აზრობრივ ერთობას უკეთესი საქართველოს იმედი ჰქვია და ეთერში რა ინფორმაციაც არ უნდა გაახმოვანო, სულ რომ სააკაშვილი დაისვა, ვერაფრით გადაფარავ. სააკაშვილი ციხეშია და მესმის მისი ლაივ დამოძღვრა ძალიან დააკლდა შენს არხს.

ახლა წინასაარჩევნო კვლევებს გვთავაზობ IPSOS Global-ისგან. ნეტა რა ციფრზე დასვით „ქართული ოცნება“?!2020 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ IPSOS Global-ისგან 34% ერგო. სინამდვილეში 2020 არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 48,22 % აიღო. დამეთანხმე, სერიოზული ცდომილება ჰქონდათ, თუმცა მათი მონაცემი შენ და სააკაშვილს ყველაზე მეტად გაწყობდათ. ვფიქრობ IPSOS Global-ი დღეს შენი ისტერიული ფონის მოსახსნელად შენთვის სასურველ ციფრს დასვამს. ხოდა, ნერვებს თუ ასე მაინც იმშვიდებ, გაერთე და ითამაშე შენივე სტუდიაში,ჩვენ რა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, IPSOS-ის კვლევის თანახმად, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 51,6% კახა კალაძეს, ხოლო 48,4% ნიკა მელიას მისცემს ხმას.