მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია - ეს არის ჩვენი ფასეულობები, სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის“ - ვლადიმირ ზელენსკი

ვლადიმირ ზელენსკი

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირველად ვიღებთ მონაწილეობას მაღალი დონის შეხვედრაში, რომელშიც ასოცირების ქვეყნები მონაწილეობენ. ჩვენ შევუერთდით ამ ძალისხმევას, ამ მისწრაფებას“, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა უკრაინელი ხალხისთვისაც.

„თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია - ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისათვის. ოკუპაცია, ანექსირება და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში. ჩემი ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები, საკუთარი ყურით მომესმინა მათი პრობლემები.

ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთვისაც. ჩვენ კარგად გვესმის, ძალიან ღრმად ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა საქართველო დ მოლდოვა არის ის ქვეყნები, რომელთაც გააკეთეს ეს არჩევანი, ჩვენ ვართ დღეს გაერთიანებული.

აღნიშნული ასოცირების ტრიო არის ევროპის დიზაინი შექმნილია და გვაკლია 3 მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. მე მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ ეს ასოცირების ტრიო მნიშვნელოვანია, ეს არის იმის აშკარა გზავნილი, რომ ხვალვე უნდა შევუერთდეთ ევროკავშირს“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ინფორმაციისათვის, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ ის ენგურის ხიდისკენ გაემგზავრა.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია 19 ივლისს ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები.

„ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ წელს ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ზელენსკის ენგურის ხიდზე მისვლა ნამდვილად დასაფასებელია, უკრაინა ისევეა დაზარალებული რუსეთისგან, როგორც საქართველო“ - პაატა ზაქარეიშვილი

✅უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა