პოლიტიკა

თანასწორობაზე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში მრჩეველთა
ჯგუფის პირველი შეხვედრა
გაიმართა
1623857991
დაკოპირებულია

თანასწორობაზე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიაზე საქართველოს პარლამენტის მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა და საპარლამენტო საქმიანობაში თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, მრჩეველთა ჯგუფის შემადგენლობაში იმ ქვეყნების ელჩები შედიან, რომლებსაც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ისრაელის, ნორვეგიის, საფრანგეთის, შვედეთის ელჩები.

შეხვედრის მონაწილე ელჩებმა, დადებითად შეაფასეს ახალი, მაღალი დონის ფორმატის შექმნა და თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობა გამოხატეს.

მრჩეველთა ჯგუფი კი შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ინიციატივითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ალან გილანმა ხაზი გაუსვა პარლამენტთან წარმატებულ თანამშრომლობას და მიესალმა ახალი ფორმატის შექმნასა და პარლამენტის მზაობას, განამტკიცოს ინკლუზიურობა და მეტად გაითვალისწინოს ტრადიციულად ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების საჭიროებები.

ამ პროცესს მხარს უჭერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ განხორციელებული და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში“.

მოდერნა და ფაიზერი

„მოდერნა“ და „ფაიზერი“ კორონავირუსის საკ...

ფარმაცევტულმა კომპანიებმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინების გაძვირების შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს The Financial Times-ზე დაყრდნობით.

1627841480

,,საჯაროდ გაცემული პირობა შევასრულე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში “მთავარი არხის” ორი ჟურნალისტი ვამხილე ჩემი 7 მიზნით მიზანმიმართულად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაში!" - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1627846271

81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანანა მაჩაბელი.

1627845129

თურქეთში, მეხანძრე-მაშველმა სამუშაოს შესრულების დროს კუ ტყის ხანძრისგან გადაარჩინა და ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

1627843621

„ჩვენმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ორი პოლიტიკური ძალა. ეს არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამ შეთანხმების ანულირებაში მთავარი დამნაშავე იყო და მეორე, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა გახარია“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

1627842786
იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge

2011 წელს მსოფლიო შეძრა მასობრივმა მკვლელობამ...

,,გაეროს მიერ გამოქვეყნებული ბედნიერების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით (World Happiness Report), ნორვეგია მეორე პოზიციაზეა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვის დონე, უსაფრთხოება, დასაქმების გარანტიები და სხვა", - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აოციალურ ქსელში წერს.

კოვიდპასპორტების წინააღმდეგ საპროტესტო ა...

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მიერ ახალი რეგულაციის შემოღებამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა ან Covid 19-ზე უარყოფითი ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ, მოქალაქეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სიცილიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიციალიაში ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ლავის შადრევანი კრატერის ზედაპირიდან 800 მეტრზე გავრცელდა, რამაც მიმდებარე ტერიტოერიებზე ფერფლის გაბნევა გამოიწვია, სიცილიის სოფლები კი კვამლმა დაფარა.

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად გ...

„დინამო ბათუმის“ აკადემიის ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა.