მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თაფლაკვერის და მათრახის მეთოდი გამოიყენეთ?!“ - რომან გოცირიძე უმრავლესობას

თქვენ დაისახეთ დიადი მიზანი საბოტაჟის თავიდან აცილებისა ანუ ამას ჰქვია ფულით დასჯა.

„მოხსენით ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პარტიების დაფინანსების წესის შეცვლის მსჯელობისას განაცხადა.

„თქვენ დაისახეთ დიადი მიზანი საბოტაჟის თავიდან აცილებისა, ანუ ამას ჰქვია ფულით დასჯა. დავუშვათ და რომელიღაც პარტიამ თავისი პრინციპები დააყენა უფრო მაღლა, ვიდრე არის ფული, ამ მიზანს როგორ აღწევთ?! რამე სხვა ბერკეტები არსებობს ?! ასე ვთქვათ ფულით დაშინების გარდა, ეს ხომ აბსურდული წინადადებაა.

სინამდვილეში, არავითარი საბოტაჟის პრევენციას არ ახდენთ, თქვენ ახდენთ პარტიების შევიწროებას და მათი ფინანსური ბაზის შესუსტებას. სინამდვილეში ახდენთ კონკურენტების შეზღუდვას ფინანსური კუთხით, ართმევთ იმ ფულს, რომელსაც ამომრჩეველი იხდის. არავითარი კავშირი დაფინანსებასა და პარტიის პარლამენტში მუშაობას შორის არ არის.

მოხსენით ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან. ჩვენ დაფინანსების შეწყვეტის შიშით დავბრუნდით უკან?! ეს იყო ბერკეტი იმისა, რომ ჩვენ თქვენი გაგებით საბოტაჟს ვუცხადებდით, თქვენივე გაგებით დავბრუნდით და თურმე თაფლაკვერის და მათრახის მეთოდი გამოიყენეთ! ძალიან არასერიოზულია, დაამთავრეთ, გააჩერეთ ამ კანონის მიღება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.