მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია“ - ჯიმ რიში

სენატორი ჯიმ რიში

თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია, – ამის შესახებ სენატორი ჯიმ რიში „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, საქართველომ უკეთესს უნდა მიაღწიოს.

„ვლოცულობ ბატონ ლაშქარავასა და მისი ოჯახისთვის. ამ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. კანონის უზენაესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრანტებს და არა მოძალადე დამნაშავეებს. საქართველომ უკეთესს უნდა მიაღწიოს“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„საქართველო სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებასა ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში“- ევროპარლამენტარები

✅„ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც“ - აპატურაი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე