მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს“ - ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახში ყოფნას იმსახურებს.

„საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვედი. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ლიეტუვის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ. საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხი დემოკრატიული ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.