მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია

თბილისის მერია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში უკანონოდ პლაკატების გაკვრას განცხადებით ეხმაურება.

„თბილისის მერიის განცხადება ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა. აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს, გვიან ღამით, მოქალაქეთა ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა უბნებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მედიამენეჯერების გამოსახულებით საპროტესტო პლაკატები გააკრეს.