მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახი კალაძე დასახელდა

კიახი კალაძე

დღეს, 20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატად კვლავ კახი კალაძე წარადგინა.

ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კახა კალაძე კიდევ უფრო ბევრს გააკეთებს დედაქალაქისათვის.

მისი თქმით, დედაქალაქში და სრულიად საქართველოში უალტერნატივოა „ქართული ოცნება“.

„თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება; რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე - სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი; რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების; რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს;

რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში. ჩვენი გუნდი თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს - კახა კალაძეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები უნდა გაიმართოს.

იხილეთ აგრეთვე:

✅„არ ვაპირებ იაგო ხვიჩიას წყლის პოსტოლეტით წუწაობას პოლიტიკაში“ - თაკო ჩარკვიანი

✅„მარტივი არაა კალაძეს გასცდე და გოლი გაიტანო, ოპოზიციამ რამე უნდა მოიფიქროს“ - იაგო ხვიჩია

✅რომან გოცირიძე: ნუთუ კალაძეს კარგი პიარ სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში დანიშნა, ეს „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“ ასოცირდება