მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა ახვლედიანი: განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა

სახელმწიფო მინისტრი

გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3 400-მდე ოჯახს, მათ შორის, ობოლ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 1 300-ზე მეტ ოჯახს გაეწია სოციალური დახმარება.

„გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3 400-მდე ოჯახს, მათ შორის, ობოლ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 1 300-ზე მეტ ოჯახს გავუწიეთ სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.