მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას; დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით

კულტურის მინისტრი

„პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას. შესაბამისად, დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თეა წულუკიანის თქმით, ის ერთადერთი ადამიანის გამო იკავებს დღეს თავს, რომ ისაუბროს ამ უბედურ შემთხვევაზე. უფრო კონკრეტულად, ეს ადამიანია ის დედა, რომელიც თავთან უზის თავის მიცვალებულ შვილს.

„მე ერთადერთი ადამიანის გამო ვიკავებ დღეს თავს, რომ ვისაუბრო ამ უბედურ შემთხვევაზე. უფრო კონკრეტულად - ეს გახლავთ ის დედა, რომელიც თავთან უზის თავის მიცვალებულ შვილს. აი, იმ ადამიანის გამო ვიკავებ თავს და უბრალოდ გკითხავთ, რაკი ხართ ასე აღელვებული, თქვენ არ იცით რა მოხდა? მაშინ დაველოდოთ ექსპერტიზას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.