მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტყუილი უნდა დამთავრდეს! გახარია, გელოდები პირდაპირ ეთერში“ - მამუკა ხაზარაძე

პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას პირდაპირ ეთერში დებატებზე იწვევს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ყოფილი პრემიერი უამრავ ტყუილს ამბობს, დებატებში კი ყველაფრის ლუსტრაცია მოხდება.

„გახარია არის სიცრუის ტირაჟირების ინსტრუმენტი, ტყუილის, რომელიც ანგრევს ამ ქვეყანაში იმედს, ამკვიდრებს განცდას რომ ასეთი მდაბიო ხერხით შეიძლება მიაღწიო, მინისტრობას, პრემიერობას, გერქვას პოლიტიკოსი.
გიორგი გახარია! დამიჯექი პირდაპირ ეთერში და მოხდება შენი სრული ლუსტრაცია, ტყუილი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.

მოიტყუე - წერილზე
მოიტყუე - ანაკლიაზე
მოიტყუე - ბადრიზე
მოიტყუე თან ბევრი, გელოდები პირდაპირ ეთერში...“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის პროექტის საქმეში აბსოლუტურად მართალი იყო და ინვესტორებმა ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც პროექტი ვერ შედგა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

გიორგი გახარია: 20 ივნისის აქციის დარბევა ივანიშვილთან შეთანხმებული არ იყო (ვიდეო)

გახარია კობახიძის ბარალდებებს პასუხობს (ვიდეო)

„არ ვართ, ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით „ოცნება 2“ - გიორგი გახარია