მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები“ - პრემიერი ჟურნალისტებს

პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ მოახლოებულ არჩევნებზე

„თქვენი ტელევიზია არის პარტიული ტელევიზია. თქვენ ფინანსდებით ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული, კრიმინალი პოლიტიკოსის კეზერაშვილის მიერ, მთავარი მოძალადეების მიერ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა.

მისი თქმით, მედიამ დესტრუქციული ქცევა უნდა დაასრულოს.

„თქვენ თუ არ შეწყვეტთ ამ დესტრუქციას, ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება შეწყვეტს თქვენთან კომუნიკაციას. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები.

ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, მე თქვენ არ გეუბნებით, მე ვსაუბრობ თქვენს ხელმძღვანელობაზე. სამწუხაროდ, ტელევიზიები უკვე გადაიქცა პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.