მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი“ - სანდრა რულოვსი სააკაშვილზე

სააკაშვილის ცოლი

„მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა და ნათლად დაგვანახა მთავრობის სახე“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრო რულოვსმა განაცხადა.

სანდრა რულოვსის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებულია:

„მან შეასრულა თავისი დაპირება! მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება.

ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი - ყველა რეფერენდუმზე!! მიშა გამარჯვებულია“, - აცხადებს რულოვსი.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

დაახლოებით, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „სააკაშვილი დაკავებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „ორი დღეა არ მინახავს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე