მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენ ვერ და არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროთ“- ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები არ უნდა გაუთანაბრდნენ იმ პირებს, რომლებმაც ზიანი მიაყენეს სხვის სიცოცხლეს.

„განცდა მაქვს, რომ 90 პროკურორი რომელმაც გადაწყვიტა, ნიკა მელიას დაკავება, ახლა ცდილობთ ამ წრიდან გამოხვიდეთ და საზოგადოებას შეასაღოთ, რომ თითქოს ნიკა მელია, ან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ვინმე კანონს არღვევდა. არადა ამავე სხდომათა დარბაზში ზის ის ადამიანი, რომელმაც გავრილოვის ჩამოყვანაზე ხელი მოაწერა და მთავარი პირველი დამნაშავე ეს არის. თუ ვინმეს ამნისტია სჭირდება ეს არის კობახიძე.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებულ თემაზე საუბრობდით, თქვენ საზოგადოებას გინდათ ნაცარი შეაყაროთ თვალში, თქვენ ხომ არ მოაწერეთ ამ დოკუმენტზე ხელი, სადაც 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე წერია, ანუ თქვენ თავად ხომ არ მოაწერეთ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ხელი?

შარლ მიშელის დოკუმენტი იმას ხომ არ ითვალისწინებდა, რომ თქვენ გენახათ გზა იმისთვის რომ ნიკა მელია ტყვედ გყავდათ გამომწყვდეული ციხეში. თქვენ გსურდათ ამ კრიზისიდან გამოსულიყავით და ამასობაში გააჩინეთ ჩანაწერი, სადაც თურმე თანხმობის გარეშე ამნისტია არ გავრცელდება კონკრეტულ პიროვნებაზე.

თუ შარლ მიშელი იმიტომ იყო ჩამოსული და ევროკავშირი იმისათვის შეწუხდა, რომ გავრილოვის ღამეს თვალები რომ დათხარეთ ახალგაზრდებს, ახლა ის ჯალათი პოლიციელები დაეცვა? ეს იყო ამ შეთანხმების დროს მოტივაცია ჩვენი პარტნიორების? რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო, თქვენ ვერ და არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროთ.

ასეთი ფორმით ცდილობთ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები გაუთანაბროთ ჯალათებს, რომელთაც სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს. ამასობაში გინდათ, რომ ეს ადამიანები ყველა ერთნაირ დამნაშავეებად გამოაცხადოთ. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. ეს კონკრეტული ჩანაწერიც არის ერთი რამის გამო, რომ გააგრძელოთ სპეკულაცია“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ამნისტიის კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

განხილვას ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ნიკა მელიას გამო ჩავწერეთ ამნისტია შეთანხმებაში და ახლა ხელს რომ არ აწერთ, უხერხული არ არის?“ - ელისაშვილი ენმ-ს