მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციხიდან კერძო საავადმყოფოში გადაყვანა საკუთარი სახსრებით ჩვეულებრივი ამბავია - რურუა მიხეილ სააკაშვილზე

ციხიდან კერძო საავაადმყოფოში გადაყვანა საკუთარი სახსრებით ჩვეულებრივი ამბავია

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა, ექსპრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია.

„ციხიდან კერძო საავადმყოფოში გადაყვანა საკუთარი სახსრებით ჩვეულებრივი ამბავია, განცხადებას დაწერ, ექიმი რეკომენდაციას მოგცემს და ეგაა, ასე ხდება წესით. მე პირადად წელიწადი მომიწია ლოდინი, გასაგებიც არის რატომ. რაც შეეხება მიშას, ეს ერთმნიშვნელოვნად ანაგარიშსწორებაა მის მიმართ, მხდალი ადამიანების მხრიდან. ციხე დიდი ხანია პენიტენციურ სისტემიდან გადავიდა სუსის და შსს-ს დაქვემდებარებაში. ჩემს დროს სუსიც და შსს აკონტროლებდა ყველაფერს. ჩემზე თავდასხმაც ერთ-ერთის ორგანიზებით მოხდა.

ახლა რუსები და ბიძინა რომელი სამინისტროს ხელით დაგეგმავს მიშას ლიკვიდაციას, სუსში თუ შსს-ში ჩანერგილი ტიპებით, ამას აღარ ექნება მნიშვნელობა. ყველაფერს პენიტენციურ სამსახურს დააბრალებენ. ამიტომ მიშას გადაყვანა ციხის საავადმყოფოში დაუშვებელია. ის დღეს პატიმარია, პოლიტიკური ტყვე, ბიძინას პირადი ტუსაღი. და მაინც არ დაავიწყდეს პრემიერს, როდესაც სხვა პატიმრებს ადარებს, რომ მიშა ქვეყნის მესამე პრეზიდენტია. თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს“, - წერს გიორგი რურუა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

👉 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

👉 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

👉 სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან - სააკაშვილის ადვოკატი

👉 „გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ვაცხადებ“ - სააკაშვილი

👉 „პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება“ - ნიკა გვარამია