მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცუდად იყენებენ ადამიანის ტრაგედიას და პირველივე დღიდან უკავშირებენ ვერსიას, რომელიც შეიძლება არ იყოს სიმართლე - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე Pia.ge 2021

„მავანნი ცუდად იყენებენ ადამიანის ტრაგედიას და პირველივე დღიდან უკავშირებენ ვერსიას, რომელიც შეიძლება არ იყოს სიმართლე. რომ არა ამ თემის ძალიან ცუდად გამოყენების მცდელობა, შსს-ს ბრიფინგები, ეს კადრები, არ იქნებოდა საჭირო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასკვნას.

„რაც შეეხება იმას, როგორ ცუდად იყენებენ მავანნი ადამიანის ტრაგედიას. როგორ პირველივე დღიდან უკავშირებენ ვერსიას, რომელიც შეიძლება არ იყოს სიმართლე, შეიძლება იყოს, რა არავინ იცის ხომ? საბოლოოდ მაინც ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასკვნას, მაგრამ მიდიან რაღაც მიმართულებით და ეს მიმართულება არ ემსახურება საზოგადოების სწორ ინფორმირებას, რომლის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაში იძულებულიც კი ხდება, რაღაც დეტალები გაასაჯაროოს, რა დეტალებსაც, იმ შემთხვევაში, ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ არ გაასაჯაროებდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველოში კი არა, მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს პრეცედენტები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც ჟურნალისტების მიმართ, ხდება თავდასხმა, ცემა. სამწუხაროდ, ამის შედეგად 6 ჟურნალისტი, მძიმედ დაზიანდა, 15 ჟურნალისტს ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები, დანარჩენების მხრიდან იყო შეტყობინება შსს-ში, რომ მათ ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, ხელი ჰკრეს, გამოაძევეს და ა.შ მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები, 53 შეტყობინება იყო, თუმცა ფიზიკური დაზიანებები 53 ჟურნალისტს არ ჰქონია. 6 ჟურნალისტს ჰქონდა მძიმე დაზიანება, ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა 15 ჟურნალისტს და დანარჩენს დაზიანებები არ ჰქონდა. ფსიქოლოგიური ტრავმაც არის ძალიან მძიმე ტრავმა, ამასაც სჭირდება მიხედვა, რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, იყო რეაგირება თუ არა, მამუკა მდინარაძის თქმით, არასწორია იმის თქმა, რომ რეაგირება არ არის.

„დღეის მდგომარეობით, თუ არ ვცდები 20 ადამიანია დაკავებული კონკრეტული ბრალდებით. გამოძიება არ არის მარტივი საქმე, რომ 20 ადამიანის მიმართ, სადაც ტომებია ხოლმე ჩვენი სტანდარტი მტკიცებულებების, ბოლო წლების განსაკუთრებით ძალიან მაღალია და ერთი და ორი მტკიცებულებით ადამიანს არ აკავებენ. იმ ადამიანებსაც, რაც არ უნდა ბნელები იყვნენ და ასე მიმაჩნია მეც, წარმოუდგენელია ძალადობა ჟურნალისტზე, მაგრამ ამ ადამიანების მიმართაც კი კანონი მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. მხოლოდ კადრით ვერ დააკავებ, ასე მარტივი არ არის, ეს იყო 2012 წლამდე მიდგომა. მტკიცებულებების ბაზა სჭირდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე:

👉 იმ ხალხის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელიც ამ ყველაფერს გეგმავს და გაფრთხილების მიუხედავად ყველაფერზე მიდის - მამუკა მდინარაძე