პოლიტიკა

„თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ჩვენი რეალური ოპოზიცია იქნება“ - წულუკიანი გახარიაზე

„ქართული ოცნების“ სიის
ხუთეულის წევრი თეა
წულუკიანი - Pia.ge
1616688915
დაკოპირებულია

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, გახარია მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის „ქართული ოცნების“ რეალური ოპოზიცია იქნება.

„იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება - გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის, სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი, სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - განაცხადა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

ესეც საინტერესოა 👇

🔴 „გახარია „ქართულ ოცნებას“გაუყოფს ხმებს“ - ლევან იოსელიანი

🔴 „ხელისუფლება იტყვის გახარია სააკაშვილს შეეკრა, ოპოზიცია იტყვის ბიძინას პროექტიაო“ - გია ხუხაშვილი

თელავის საავადმყოფოში
გადაიყვანეს.

თუშეთის გზაზე ავარია მოხდა - არის მსხვერ...

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საფრანგეთის პოლიციამ, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა, რომელიც ქართულ და სომხურ დაჯგუფებებთან არის დაკავშირებული. შესაბამის ინფორმაციას ტვიტერში საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერია ავრცელებს.

1634542034

ექსპერტ დავით ქართველიშვილის ინფორმაციით, დღეს სააკაშვილი აპირებს სიმულაციას, თითქოს მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მოითხოვს საავადმყოფოში გადაყვანას. ამის შესახებ დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1634541979

„ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე რომ არიან, არაა ახალი ამბავი. ამით აიხსნება მათი ანტიჰუმანური ხელისუფლების წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულები და ოპოზიციაში ყოფნისას მათ მიერ შექმნილი ტოქსიკური გარემო პოლიტიკურ ველზე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც, აბაშიძის თქმით, მეუფე შიოს ქადაგების გამო ემუქრება.

1634541216

თბილისში, საბურთალოზე გვიან ღამით ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ესროლეს.

1634540714
ნარიყალა

869 თბილისი, 474 იმერეთი - ეპიდვითარება საქარ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 385 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა.

1634539323
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ გა...

„აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

1634536804
„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონ...

„ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა.

საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფ...

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკვე საქართველოშია. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კოლეგას საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.