მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ჩვენი რეალური ოპოზიცია იქნება“ - წულუკიანი გახარიაზე

„ქართული ოცნების“ სიის ხუთეულის წევრი თეა წულუკიანი - Pia.ge

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, გახარია მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის „ქართული ოცნების“ რეალური ოპოზიცია იქნება.

„იმედია მან იცის რას აკეთებს. მაღალპროფესიონალი ადამიანია და თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება - გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე, რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის, სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი, სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის, ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - განაცხადა წულუკიანმა „რადიო იმედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

ესეც საინტერესოა 👇

🔴 „გახარია „ქართულ ოცნებას“გაუყოფს ხმებს“ - ლევან იოსელიანი

🔴 „ხელისუფლება იტყვის გახარია სააკაშვილს შეეკრა, ოპოზიცია იტყვის ბიძინას პროექტიაო“ - გია ხუხაშვილი