მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ჯვარი გაქვთ დაწერილი იმ თვალთხარიებზე და კიდევ ვიღაცებზე კი ბატონო, მიეცით ხმა“ - შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

შალვა ნათელაშვილი

„მოგვეცით ხმა, მოვაწყობთ სახალხო მშვიდობიან რევოლუციას და ჩაგაბარებთ ივანიშვილს თავის მილიონებიანად. არ ვენდობი ამ ოპოზიციასაც, გამყიდველები არიან, გვიღალატეს, შევარდნენ პარლამენტში და გაუკეთეს გადამრჩენი კედელი უმრავლესობას“, - აღნიშნულის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ მისი პარტია კონკურენტია ოპოზიციის, თუმცა მმართველი გუნდისათვის პოლიტიკური მტერია.

„იმისათვის, რომ ჩვენ გადავხნათ, გადავფარცხოთ, გადავატრიალოთ ეს უბედურება, როგორც სოფელში რომ იციან, ყამირს რომ გადაატრიალებენ ხოლმე, პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი „ლეიბორისტული პარტია გყავთ, ეს დაანახვა ისტორიამ, გიჩვენათ ეს რეალობამ.

დანარჩენი კი ბატონო, თუ ჯვარი გაქვთ დაწერილი იმ თვალთხარიებზე და კიდევ ვიღაცებზე, მიეცით ხმა, მაგრამ პირველი პრევალირებადი ოპოზიცია უნდა ჩანდეს შედეგითაც, რეიტინგითაც და ყველაფრითაც. ჩვენ ვართ სისტემის შეურიგებელი მოწინააღმდეგე, რომელსაც ვერ მართავენ“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ის აღნიშნავს, რომ სხვა არავინ არ არის საზოგადოების გადამრჩენი და აცხადებს, რომ ქვეყანას გამოიყვანს ამ „უდაბნოდან“.

„მოგვეცით ხმა და ვიღებთ ვალდებულებას, რომ ყველა პარტიას ჩავრთავთ კოალიციურ მმართველობაში და არ იქნება ეს ერთპარტიული რეჟიმი. არჩევნებზე ჩვენ ჩვენს სეგმენტს ავიღებთ და დავინახავთ ხალხს გადარჩენა უნდა, თუ თავის მოტყუება. ჩვენ ვართ დაუძინებელი პოლიტიკური მტრები ხელისუფლების, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიების კონკურენტები ვართ და ეს ფაქტია.

მათთან ერთად დავსხდეთ, ვილაპარაკოთ საქართველოს მომავალზე და ამაღლებულ ღირებულებებზე ეს იგივეა, რომ მგლის თავზე სახარების კითხვა დაიწყო თუმცა ის მგელი ბევრად ზნეობრივი და წესიერი ცხოველია და მითოლოგიური მოვლენაა, ვიდრე ეს ორფეხა მგლები. სიმართლეს უნდა თვალებში შევხედოთ, ავადმყოფი რომ განკურნო, უნდა სწორი დიაგნოზი დასვა“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„არც ჰიტლერისგან, არც პინოჩეტისგან, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი რამ არ მახსოვს“ - ნათელაშვილი წულუკიანზე (ვიდეო)

📣„ვინც თავს ოპოზიციად მიიჩნევს, პარლამენტი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს“ - ნათელაშვილი

📣შალვა ნათელაშვილი: საზოგადოება არ არის მზად, რომ აიტანოს „ლგბტ მარშები“ (ვიდეო)

📣„ვისაც გული ერჩის სამშობლოსათვის, პრაიდელებიც და ანტიპრაიდელებიც, ჩადით ატოცში და იქ გვაჩვენეთ თქვენი პატრიოტიზმი“ - შალვა ნათელაშვილი