პოლიტიკა

„თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გაგრძელდება, „ლელო“ პარლამენტს დატოვებს“ - მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერი
1624440512
დაკოპირებულია

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„თუ „ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო შევქმნათ, კეთილი ვინებოთ ყველამ, რომ დადებულ საერთაშორისო დონის ხელშეკრულებას ვცეთ პატივი.

„ასევე, მინდა გზავნილი გავუგზავნო აშშ-ის ელჩს დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე, შარლ მიშელს, იმიტომ, რომ ეს მიდგომა არის ღალატი ქვეყნის ხვალინდელი დღის. ყველაფერი ის, რაც იყო რაც აქამდე იყო - 6 თვის კრიზისი, არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ.

ამას არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ამ ქვეყანას ჰყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც იმართება ერთი კაცის მიერ და არის პოლიტიზებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„როდის გიყვარდათ თბილისი? მაშინ, როდესაც ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით აავსეთ ხევები?“ - ზარქუა მამუკა ხაზარაძეს

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღების და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა.

1627632762

პორტუგალიაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იწყება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

1627632740

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული; რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

1627631851

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა რუმინეთის ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან, რომელიც საქართველოში 2021 წლის მარტიდან მოღვაწეობს.

1627631640
შსს-ს შენობა სამგორში

5 ივლისს ჟურნალისტზე ჯგუფურად ძალადობის ფაქტზ...

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ 2 პირი - 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

პრემიერი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსი...

„განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების განვითარებას და მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერი: მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევ...

„ჩვენი მთავარი მისწრაფება, გავხდეთ ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი, თავშივე გულისხმობს იმას, რომ განათლების დონით უნდა მივუახლოვდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განათლების ხარისხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

1627629525
1 243 თბილისი, 419 აჭარა - ეპიდვითარება...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.