მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გაგრძელდება, „ლელო“ პარლამენტს დატოვებს“ - მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერი

„თუ მმართველი პარტია შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებს არ შეასრულებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, „ ლელო“ პარლამენტს დატოვებს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„თუ „ოცნება“ მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო შევქმნათ, კეთილი ვინებოთ ყველამ, რომ დადებულ საერთაშორისო დონის ხელშეკრულებას ვცეთ პატივი.

„ასევე, მინდა გზავნილი გავუგზავნო აშშ-ის ელჩს დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში, ასევე, შარლ მიშელს, იმიტომ, რომ ეს მიდგომა არის ღალატი ქვეყნის ხვალინდელი დღის. ყველაფერი ის, რაც იყო რაც აქამდე იყო - 6 თვის კრიზისი, არის ფიქცია და ამ ფიქციის სათავეში დგახართ თქვენ.

ამას არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში, რომ თქვენ დანიშნოთ მოსამართლეები და ამ ქვეყანას ჰყავდეს მართლმსაჯულება, რომელიც იმართება ერთი კაცის მიერ და არის პოლიტიზებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„როდის გიყვარდათ თბილისი? მაშინ, როდესაც ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით აავსეთ ხევები?“ - ზარქუა მამუკა ხაზარაძეს