მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა ფარულ მოსმენებზე: ეს არის ავადმყოფური ბოდვა

მაისში ექსპორტის გაზრდილი მონაცემები გვაძლევს იმის იმედს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება ისეთივე მაღალ ნიშნულზე, როგორც აქამდე დაფიქსირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ჟურნალისტის კითხვას ქვეყანაში ტოტალური მოსმენების შესახებ „ავადმყოფური ბოდვა“ უწოდა.

„ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას. პირდაპირ ვიტყვი, არ მჩვევია ეს ტერმინები, „ავადმყოფურ ბოდვაზე“. მოეწყინათ ვიღაც-ვიღაცებს და მათ „ავადმყოფურ ტვინებში“ ჩნდება ეს ვერსიები. არც არაფერს ვუშვებ, არც ვაპირებ ამაზე საუბარს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სუსი მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფარულ მოსმენას აწარმოებდა. ასევე, მოსმენებში საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელსაც სუსი ბიძინა ივანიშვილისთვის ამზადებდა. დოკუმენტში აღწერილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალები.

როგორც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, უკანონო მიყურადების ბრძანებებს სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის მოადგილე ლევან ახობაძე და სუსის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.