მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტვინი ამიდუღდა რომ გამეგო, რა სხვაობაა ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტს შორის“ - ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი Pia.ge

„არ არის ამნისტიის საკითხი ისეთი, რომელზეც საქართველოს მომავალია დადებული, მით უმეტეს ვისაც უნდა შეეხოს, ის ამბობს არ მინდა, არ მინდაო. შესაბამისად, ამაო ძალისხმევაა“ – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, გაუგებარია პოლიტიკოსები რატომ საუბრობენ გამორთულ კამერებთან სხვანაირად და ჩართულთან – სხვაგვარად.

„მე როგორც ვიცი, კახა კუჭავას კაბინეტში იყო კომპრომისულ ვარიანტზე მსჯელობა. დიდწილად ეს ოპოზიციას მოსწონდა, მაგრამ მერე ვნახეთ პოლიტიკური შოუ და მე პირადად მიმაჩნია, რომ გუშინ მთელი დრო დავკარგეთ ძალიან არასაჭიროდ. დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ ბოლომდე ვისხედით და უბრალოდ კითხვა არ დავსვით და არ წავედით.

ბოლომდე ვისხედით და ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავებაა ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი ფატალური განსხვავება არ არის, ამდენად სავსებით შესაძლებელია კომპრომისი.

გაუგებარია ან აქედან გაჯიქება ან იქიდან, ეს რა არის? რა წესია ამ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული და მით უმეტეს გაუგებარია გამორთულ კამერებთან რომ სხვანაირად საუბრობენ და ჩართულთან – სხვანაირად. შეთანხმების რესურსი არსებობს იმიტომ, რომ ამ ორ დოკუმენტს შორის არ არის არსებითი განსხვავება.

მისი თქმით, პარტია „მოქალაქეები“ კენჭისყრაზე მხარს მხოლოდ ერთიან, შეჯერებულ დოკუმენტს დაუჭერენ.

„ჩვენ ავანსად გავეცით ჩვენი მხარდაჭერა გუშინ, მერე თვითონ ოპოზიციამ თქვა, რომ არ გვინდა კენჭისყრაზე დადგესო, იმასაც ავანსად დავუჭერთ მხარს, მაგრამ კომპრომისული ვარიანტი თუ არ იქნება, არ დავუჭერთ მხარს. ერთი საერთო დოკუმენტი თუ არ იქნება, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს“– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია დარეგისტრირებული, რომელთაგან ერთი „ქართული ოცნების“, ერთი კი ოპოზიციის მიერ არის მომზადებული.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ეს არის ამბიციური და საშვილიშვილოდ ჩაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა“- ალეკო ელისაშვილი

✅„ორმა კაცმა დანარჩენ ოპოზიციას ჩავუტარეთ“ - ელისაშვილი

✅„თამარ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო აწი, ამ რეფორმის შედეგად ვერავინ შეძლებს არჩევნების გაყალბებას“ - ალეკო ელისაშვილი