მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უგულავა აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსია, არარაობაა ჩემთვის“- ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი Pia.ge

„ჩემთვის გიგი უგულავა არარაობაა და მის სასამართლო პროცესზეც არაფერი მაინტერესებს“ - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გიგი უგულავას შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, გიგი უგულავა გაბანკროტებული პოლიტიკოსია.

„არც პოლიტიკურად და არანაირად არ მაინტერესებს გიგი უგულავა. ის არის აბსოლუტურად დეგრადირებული, გაბანკროტებული პოლიტიკოსი. არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკოსი გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩანიშნეს.

უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სააკაშვილი ერთი ქოსატყუილა კაცია“- ალეკო ელისაშვილი

✅„ვისურვებდი, ასეთ დეკლარირებულ პრორუსებს მხარდაჭერა არ ჰქონდეთ“ - ელისაშვილი ლევან ვასაძეზე