მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ნატოს წევრები“- კონდოლიზა რაისი

კონდოლიზა რაისი

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კიევის ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ნატოს წევრები.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, რაისმა თქვა, რომ მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებდა ბუქარესტის სამიტში, ყველაფერი ძალაში რჩება. ასევე, NATO-მ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოების კოლექტიური უსაფრთხოების მთავარმა ორგანიზაციამ, მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმას.

როგორც ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა - ნატოს კარი ღიად რჩება.

„მოკავშირეები ერთგულები არიან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად - უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები. ველოდები, რომ ალიანსის ლიდერებმა ამის შესახებ ნათლად განაცხადებენ შემდეგ კვირას სამიტზე“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ

ინფორმაციისათვის, 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტის დროს, კონდოლიზა რაისი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.