მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას აერთიანებთ სამიზნე წერტილი, რომელიც მიღწევადია“ - ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას აერთიანებთ სამიზნე წერტილი, მიაღწიონ სრულ ევროპულ ინტეგრაციას და აქვთ შესაძლებლობა, ამ გზაზე წარმატებით იარონ.

„ძალიან მიხარია, რომ ქართულ, სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა.

ევროპისადმი მისწრაფების კონტექსტში, ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ ევროკავშირის.

ჩვენ გვაერთიანებს არამარტო მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ამ ტრიომ ეს გზა ხელჩაკიდებულებმა გავიაროთ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ ევროპულ ინტეგრაციას.

ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია. დარწმუნებულები ვიყოთ შეგვიძლია, ვინაიდან შარლ მიშელი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ.

ახალი მიდგომებით ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის ტრიოს წარმოადგინოს თავისი წარმატება და სტრატეგიული მიზნები, პოლიტიკური მიზნები ამ ტრიოსი.

ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ. სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ასახავს ჩვენს სულისკვეთებას და ეს მისწრაფება გვაერთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ბათუმში დღეს 19 ივლისს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.